• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

სტრიმინგის ეპოქა

by Georgia Today
January 26, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
სტრიმინგის ეპოქა

ბევრის ვარაუდით, Netflix-ის აღზევება ტელევიზიების დრომოჭმული, ძვირი მოდელისათვის სიკვდილს მოასწავებდა. ადამიანები აღარ გადაიხდიდნენ (ყოველ შეთხვევაში, ამერიკაში) ყოველთვიურად 80 დოლარს 200 სატელევიზიო არხისათვის, რომელთაგან რეგულარულად მხოლოდ რამდენიმეს უყურებდნენ. სანაცვლოდ, ისინი „კაბელებს გადაჭრიდნენ“ და „სამეფო ტახტის“ სტრიმინგით ისიამოვნებდნენ, სულ რაღაც 13 დოლარად თვეში.

თუმცა, რეალობა მთლად ასეთი არ აღმოჩნდა. 2020 წელს, ტელევიზიების სტრიმინგის ეპოქა დგება. ყველა ძირითადი სატელევიზიო არხი საკუთარი სერვისის (რომელიც, კვლავ ძვირადღირებული იქნება) გაშვებას გეგმავს და Netflix-ისთვის ბევრად ნაკლებ კონტენტს გაიმეტებს.

განვიხილოთ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ერთგულმა მაყურებლებმა, რათა საყვარელ სანახაობებს და ფილმებს უყურონ (აშშ-ში და ზოგჯერ სხვაგანაც): Marvel-ის, Pixar-ისა და „ვარსკვლავური ომების“ ფილმებისათვის საჭირო იქნება Disney Plus-ის პაკეტის გამოწერა – 7 დოლარი/თვე: სერიალ „მეგობრების“ და „მემკვიდრეობის“ საყურებლად HBO Max-ის პაკეტის გამოწერა (პროვაიდერი – AT&T) – 15 დოლარი/თვე; რიზ უიზერსპუნისა და სტივენ სპილბერგის ტელეშოუების სანახავად – Apple Plus-ის პაკეტი – 5 დოლარი/თვე; სერიალის „მხევლის წიგნი“ სანახავად  – სერვისი Hulu – 12 დოლარი/თვე; „მილიარდების“ სანახავად – Showtime სერვისი – 11 დოლარი/თვე; „აუთლენდერისათვის“ (პროვაიდერი – Starz) – 9 დოლარი/თვე; „სტარ ტრეკი. პიკარდი“ და „სტარ ტრეკი. დისქავერი“ – Amazon Prime სერვისი – 10 დოლარი/თვე.

ამ სერვისების ყოველთვიური ღირებულება, Netflix-თან ერთად, ჯამში, 100 დოლარს აღწევს. და კიდევ – აღნიშნული სერვისები არ მოიცავს სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას, რომელიც ძველმოდური სატელევიზიო არხების პრეროგატივად რჩება (მათი გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი). ცალკე აღსანიშნავია ფართოხაზოვანი და უსადენო ინტერნეტის დამატებითი ხარჯები. ასე რომ, ვიდეოგურმანის ხარჯებმა, სულ თავისუფლად, შესაძლოა, თვეში 200 დოლარს მიაღწიოს.

და მაინც, სტრიმინგის ეპოქა ტელევიზიებში „ბლოკბასტერების“ ბუმის მომასწავებელიცაა. თავის დროზე, კინოსტუდიები ფართო ეკრანებზე დომინირებისთვის იბრძოდნენ. ახლა ეს მაღალბიუჯეტიანი ბრძოლა უფრო მცირე ზომის სატელევიზიო ეკრანებზე ინაცვლებს. Disney Plus-ზე – „შევარდენი და ზამთრის ჯარისკაცი“ – სერიალი, რომელიც Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ნაწილია; ასევე HBO-ზე – Demimonde – ფანტასტიკური დრამა ჯეი ჯეი აბრამსისაგან – „სტარ ტრეკის“ და „ვარსკვლავური ომების“ რეჟისორისგან. 2020 წლის შემდეგ, მალე Amazon-ზე „ბეჭდების მბრძანებლის“ ტელევერსიის დებიუტი იგეგმება. მხოლოდ ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას 250 მლნ დოლარი დასჭირდა.

წინ კიდევ ერთი დიდი ცვლილებაა: მომხმარებლები ათეულობით სერვისის გამოწერას არ მოისურვებენ. ასე რომ, სტრიმინგის ომში გაიმარჯვებს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საუკეთესო შეთავაზებები ექნებათ. Disney ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. კომპანია ფილმების საუკეთესო ფრაჩაიზებს ფლობს, მომხმარებლებს დაბალ ფასებს სთავაზობს, მათ სათამაშოებით და თემატური პარკებითაც იზიდავს. ანალოგიურად, Amazon Prime-ს შეუძლია ვიდეოსერვისში დიდი თანხები დახარჯოს და თავის სავაჭრო პლატფორმაზე მომხმარებლები მიიზიდოს (კომპანიას სტრიმინგის სხვა სერვისებიც აქვს და ერთგული მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების სისტემას იყენებს). გამარჯვების კიდევ ერთი რეალური კანდიდატია AT&T. კომპანია მობილური ინტერნეტის პროვაიდერიცაა და შეუძლია თავისი HBO Max-სერვისი აბონენტებს უფასოდ შესთავაზოს. ბაზრის ლიდერი – Netflix-ი თავისი პოზიციის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს გაიღებს. უამრავ წვრილ მოთამაშეს მარცხი ელოდება. 2020 წელს სტრიმინგის ომები მძიმე იქნება – ძვირადღირებული ბრძოლა, რათა მაყურებელმა სხვა არხზე გადართვა არ მოინდომოს.

გეიდი ეპსტაინი, მედიარედაქტორი, The Economist, ნიუ იორკი

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში

July 22, 2024
თიბისის TechXplore ღონისძიება
GEO

თიბისის TechXplore ღონისძიება

July 22, 2024
თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის
GEO

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

July 22, 2024

Recommended

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

4 weeks ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 months ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

2 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

2 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

2 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

2 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

2 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Biden drops out of presidential race and endorses Harris to be nominee

IRI launching int’l observation mission for 2024 parliamentary elections

Russia says Armenia’s warmer ties with NATO risk destabilising wider region

Georgia joins Declaration of the 4th Summit of European Political Community

The Absolute Vision of Temo Machavariani: A Retrospective at the National Gallery

Giorgi Gigashvili: Georgia’s Rising Star Nominated for AFAS Edisons Klassiek

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2023 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2023 © Georgia Today