• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“

by Georgia Today
June 14, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“

პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით  გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის  მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს  პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული  ქალაქი, ანტიკური კულტურის  კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება.  მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა  პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა საქართველოსთვის.

სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც „ძველი კოლხეთის პომპეი“. Vani une Pompéi géorgienne ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.  ვანი – ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი – ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით.  დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.  თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან  და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები.

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში

July 22, 2024
თიბისის TechXplore ღონისძიება
GEO

თიბისის TechXplore ღონისძიება

July 22, 2024
თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის
GEO

თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის

July 22, 2024

Recommended

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

4 weeks ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 months ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

2 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

2 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

2 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

2 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

2 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Biden drops out of presidential race and endorses Harris to be nominee

IRI launching int’l observation mission for 2024 parliamentary elections

Russia says Armenia’s warmer ties with NATO risk destabilising wider region

Georgia joins Declaration of the 4th Summit of European Political Community

The Absolute Vision of Temo Machavariani: A Retrospective at the National Gallery

Giorgi Gigashvili: Georgia’s Rising Star Nominated for AFAS Edisons Klassiek

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2023 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2023 © Georgia Today